ფოთის მუნიციპალიტეტში სადეზინფქციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
გრძელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების სპეციალური ხსნარით დამუშავება.
სპეციალური ხსნარით ინტენსიურად მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ადმინისტრაციულ შენობებში, სკოლებში, სკოლამდელ, სკოლისგარეშე და სპორტულ, სახელოვნებო დაწესებულებებში.სარეკომენდაციო წერილები დაეგზავნა კერძო უწყებებს.
მუნიციპალიტეტში მუშაობს ცხელი ხაზი, სადაც დარეკვა მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.
ფოთში შეიზღუდა რესტორნების, კაფე-ბარების, სარიტუალო სახლების მუშაობა. სრული დატვირთვით მუშაობს სუპერმარკეტები, აფთიაქები. სურსათის დეფიციტის საშიშროება მოსახლეობას არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი – მარნეულსა და ბოლნისში არ არსებობს პრობლემა სურსათის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ყველა ქსელური მაღაზია მუშაობს გამართულად
შემდეგი სტატიაკომპანიამ „არქი“ გამგეობებს მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა