ფოთის მუნიციპალიტეტმა 9 ავარიული გზის სარეაბილიტაციოდ ტენდერი გამოაცხადა

ფოთის მუნიციპალიტეტში ავარიული გზების რეაბილიტაცია იწყება. ფოთის მერიამ სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 მლნ ლარზე მეტია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტის ფარგლებში გზის საფარი მოეწყობა 3,4 კმ-იან გზის მონაკვეთზე შემდეგ ქუჩებზე:
ბესიკის ქუჩა;
კოლხეთის ქუჩა;
შალვა ამირანაშვილის ქუჩა;
ალექსანდრე მოწერელია ქუჩა;
ფაზისის ქუჩა;
მემედ აბაშიძის ქუჩა;
ქორქიას ქუჩა;
ქორქიას ჩიხი (ქორქიას მე-7 საჯარო სკოლამდე);
კოკაიას ქუჩა.
„მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ფოთის მუნიციპალიტეტში გრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.ამჯერად ფოთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. წყალარინების პროექტის განხორციელებამ საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. დასრულების შემდეგ, ფოთში აღარ იარსებებს ქუჩა, რომელზეც გზის საფარის პრობლემა გვექნება და მოსახლეობა განახლებული, მოწესრიგებული გზებით ისარგებლებს.
ფოთის მუნიციპალიტეტისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მხრივ სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ ტენდერს 4 ქუჩის ( თამარ მეფის, ბერდიანსკის,თავდადებულის, იერუსალიმის) რეაბილიტაციაზე – განაცხადა ფოთის მერმა.
აღსანიშნავია, რომ ფოთში გრძელდება საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოებიც.დღემდე ფოთის მოსახლეობის 60% კანალიზაციის სისტემით ვერ სარგებლობს, ამორტიზებულია და არ ფუნქციონირებს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობაც. 2021 წლიდან, მასშტაბური სამუშაოების დასრულების შედეგად, 55 ათასზე მეტ ადამიანს არსებული პრობლემები საბოლოოდ მოუგვარდება და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
პარალელურად, ფოთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების დეპარტამენტი 4 ქუჩაზე 7,2 კმ გზის რეაბილიტაციას ახორციელებს, რისთვისაც 8 285 296 ლარი იხარჯება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : კრიზისულმა პერიოდმა ტურიზმის სექტორი ჩვენთანაც დააზიანა, თუმცა წინა წლების მაჩვენებლებით, საქართველო ტურიზმის განვითარების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი იყო
შემდეგი სტატიასაბა მეტრეველი: იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ სრული კომპლექტი უკვე დაურიგდათ პირველკლასელებს