ფოთის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შეფასების ორგზის გამარჯვებულია

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შეფასების ორგზის გამარჯვებულია.
ფოთის მუნიციპალიტეტმა 2023 წელს შეინარჩუნა პირველი ადგილი 64 მუნიციპალიტეტს შორის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით , საკუთარი შედეგების, როგორც 2021 წლის გამარჯვებულის გაუმჯობესებით.
,, ეს შედეგი მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახურის მაღალი პასუხუსმგებლობის და მერიისა და საკრებულოს კარგი ურთიერთთანამშრომლობის დამსახურებაა. ვულოცავ მთელ გუნდს, ჩემს ქალაქს! დარწმუნებული ვარ, ერთობლივი მუშაობით, სხვა ბევრ წარმატებასაც მივაღწევთ” -განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპალიტეტების ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას 101 კრიტერიუმით აფასებს. მისი მიზანია საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება, მასში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა და მუნიციპალიტეტებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება.

banner
წინა სტატიაშიზურაბ პატარაძე – ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკურ ფორუმში, რომელსაც ასევე ესწრებიან შუა აზიის ქვეყნების ლიდერები
შემდეგი სტატიადიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი დღეს პალესტინის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს