ფოთის მეტალურგიულ ქარხანაში ორი მამაკაცი დაშავდა

ფოთში, ნაბადის უბანში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში სატვირთო ავტომანქანის საბურავი გასკდა, მომხდარის შედეგად ამავე საწარმოში დასაქმებული ორი მამაკაცი დაშავდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით ჯერ სენაკის კლინიკა „არქიმედეში“, მოგვიანებით კი ქუთაისის კლინიკა „უნიქალ მედიში“ გადაიყვანა.

„ერთ- ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე და რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას. მას ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა. მეორე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია და ის კლინიკიდან სავარაუდოდ, დღეს გაეწერება“, – განაცხადა კლინიკა „უნიქალ მედის“ გენერალურმა დირექტორმა, შოთა მარუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დღეს საწვავის ფასის ზრდას ისევ გააპროტესტებენ
შემდეგი სტატიასახლში, სადაც მიცვალებული იყო ხანძარი გაჩნდა – უბედური შემთხვევა ახმეტაში