ფოთის მესამე საჯარო სკოლის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფოთის მესამე საჯარო სკოლის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსის დიაგნოზი სკოლის ექიმსაც დაუსვეს.

ფოთის მესამე სკოლა ორშაბათიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.

„9 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მე-3 საჯარო სკოლაში ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კოვიდინფექცია, რის გამოც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური მაშინვე ჩაერთო საქმეში. მოხდა სკოლის სრული დეზინფექცია და კონტაქტების მოძიება. დღეს კიდევ ორ თანამშრომელს დაუდასტურდა კოვიდინფექცია და მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.

აქედან გამომდინარე, ორშაბათიდან სასწავლო პროცესი გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე. სკოლა ორშაბათიდან ერთი კვირის განმავლობაში ისწავლის დისტანციური ფორმით, ხოლო კვირის ბოლოს, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, სამინისტროსთან ერთად იქნება მიღებული გადაწყვეტილება, დისტანციური სწავლების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ამის თაობაზე სკოლის პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები იქნებიან ინფორმირებული“, – განაცხადა ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, გოჩა ქორქიამ.

banner
წინა სტატიაშიჟვანია: თუ ამომრჩეველს პირბადე დაავიწყდა, ჩვენ მივცემთ
შემდეგი სტატიაახალი, კოალიციური ხელისუფლება შედეგს მოიტანს ყველასთვის – წერეთელი