ფოთის მერი: ,, ფოთის მუნიციპალიტეტი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აგრძელებს ზრუნვას საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე“

ქალაქ ფოთში, ნაბადის უბანში, N-8 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში განახლდება შენობის ფასადი, სკოლის შიდა ინტერიერი-საკლასო ოთახები, დერეფნები, სამასწავლებლო, სპორტული და სააქტო დარბაზები. კეთილმოეწყობა სკოლის ეზო. სამუშაოების შესაბამისად გამოიცვალა შენობის სახურავი.

სექტებრიდან , ახალი სასწავლო პროცესი სრულიად განახლებულ გარემოში დაიწყება.

,,ფოთის მუნიციპალიტეტი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, აგრძელებს ზრუნვას საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, რადგან ფოთელმა მოსწავლეებმა განათლება უფრო თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიიღონ”- განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

N 8 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინიტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიკვიტაიშვილი: ვტოვებ ენმ-ს, ვუერთდები გვარამიას ახალგაზრდა იდეალისტების გუნდს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე პრემიერ-მინისტრობის საკუთარ კანდიდატურაზე: 2025 წლამდე მერობის უფლებამოსილება მაქვს, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა