ფოთის საკრებულოს თავმჯომარე ოპოზიციას: “ჩვენს შორის მტყუანის დედას შე…ცი”

„ჩვენ შორის მტყუანის დედას შე…ცი“ – ამ სიტყვებით მიმართა ფოთის მერმა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენელს. სხდომაზე დაპირისპირება მერის მიერ წარდგენილი ანგარიშის კრიტიკას მოჰყვა.

მერის 2018 წლის ბიუჯეტის ანგარიში ოპოზიციამ უარყოფითად შეაფასა. მათი თქმით, ქალაქში მძიმე სოციალური მდგომარეობა და კორუფციაა. არ ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც კეთდება, ყველაფერი უხარისხოა და ხელახალი რეაბილიტაცია სჭირდება.

„ის ყველაფერი, რაც ხდება ქალაქში, არის მისი მერობის დროს ჩადენილი და გაჩერებული და გაფლანგული ეს თანხები და კრიტიკას როცა ეუბნები მას ჰგონია, რომ ეს პირადული და ამას ყველაფერს მოჰყვა ეს ყველაფერი. ის უბრალოდ არის მატყუარა, ჭორიკანა, უნიათო მერი და პატარა კაცუნიაა,“- განაცხადა ფოთის საკრებულოს წევრმა „ევროპული საქართველოდან“ ვახტანგ დარცმელიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ყველა ფორმატს ვიყენებთ, რომ მაქსიმალურად გავამახვილოთ ჩვენი პარტნიორების ყურადღება ოკუპაციის პრობლემაზე
შემდეგი სტატიაპოლიტიკური ჰაერის გამოშვება – თალაკვაძე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს