ფოთის მერი – მე მხარი დავუჭირე ჩვენი ქალაქის აღმავლობას

ფოთის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო. N 30 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი გააკეთა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.
„დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღეა. მე ხმა მივეცი იმ გონივრულ და თანამიმდევრულ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას, რომელიც არის წინაპირობა იმისა, რომ მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარების ტემპი სულ უფრო დაჩქარდეს და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს უკეთესი საცხოვრებელი გარემო და პირობები. შესაბამისად, მე მხარი დავუჭირე ჩვენი ქალაქის აღმავლობას, წინსვლას და განვითარებას, რაც ამ რეალობაში მხოლოდ ერთადერთი უალტერნატივო გუნდის გამარჯვებით მიიღწევა. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე საათში ჩვენ ვიზეიმებთ ღირსეულ გამარჯვებას”- განაცხადა ქალაქის მერმა.

banner
წინა სტატიაშიდარწმუნებული ვარ ადამიანები გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების მოსატანად – დავით ბაქრაძე
შემდეგი სტატიაფოთში, მე-18 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო