ფოთის მერი: ,, ჩვენ ვაგრძელებთ ფოთში სპორტული ჩემპიონატების განხორციელების ხელშეწყობას”

ფოთში აკადემიურ ნიჩნოსნობასა და კანოე კაიაკში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა.

საქართველოს ჩემპიონატი, სამი დღის მანძილზე, მდინარე კაპარჭინასა და ოქროს ტბაზე მიმდინარეობდა.

შეჯიბრებაში ფოთის, ქუთაისის, ბათუმის, დუშეთის, მცხეთის, აბაშის, წყალტუბოს, რუსთავისა და თბილისის სანიჩბოსნო სკოლების 125 სპორტსმენი ასპარეზობდა.
შეჯიბრში წარმატებით იასპარეზე ფოთის სანიჩბოსნო სკოლის სპორტსმენებმა. გამარჯვებულები სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.

,, ფოთის გუნდსა და ასევე, ყველა გამარჯვებულ მონაწილეს ვულოცავ წარმატებით ასპარეზობასა და საპრიზო ადგილებზე გასვლას. მადლობას ვუხდი საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნულ ფედერაციას აღნიშნული ჩემპიონატის ორგანიზებისთვის.
ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ფოთში სპორტული ჩემპიონატების განხორციელების ხელშეწყობას” -განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ჩემპიონატი საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მოეწყო.

banner
წინა სტატიაშილილუაშვილი – “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიმართ ნდობა დაკარგულია
შემდეგი სტატიაზუსტი გადაწყვეტილებები, ალბათ, ამ კვირაში იქნება – გამყრელიძე NCDC-სა და ლუგარის ლაბორატორიისთვის დახმარების შეჩერებაზე