ფოთის ყოფილი მერი დამოუკიდებელ მაჟორიტარად იყრის კენჭს-დავით სარსანია პოლიტიკაში ბრუნდება

“საკმარისზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ , რაც ჩვენი ერთობის შედეგად საერთო გამარჯვებას მივაღწიეთ. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს ერთობა განაპირობა ჩვენი ქალაქის დეგრადაციამ და მოსახლეობის გაუსაძლისმა ყოფამ .

სამწუხაროა ის გარემოება, რომ სასიკეთოდ დღემდე არაფერი შეცვლილა და პრობლემა ისევ აქტუალურია. წლების განმავლობაში, ხელისუფლებას არ უფიქრია პრობლემის მოგვარებაზე. ისინი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავდნენ. მათ დაივიწყეს საკუთარი ქალაქისა და მოსახლეობის წინაშე აღებული პასუხისმგებლობა და ვალდებულებები. ხალხის სატკივარი მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ და ცრუ დაპირებებით ცდილობენ მოიპოვონ ადამიანების ნდობა. მათ სურთ ისეთი მოცემულობა შექმნან , სადაც ხალხი კი არ იქნება ხელისუფლების წყარო , არამედ ფული. თუ ღირსეულ არჩევანს არ გავაკეთებთ , მაშინ ხელისუფლება ,რომელიც ჩვენს ქალაქში მოპოვებულ უკანასკნელ თეთრსაც გვაცლის ,ჩათვლის რომ არავინ ვყოფილვართ და რომ ნორმალურ პირობებს არ ვიმსახურებთ .

ხალხის ნაბრძოლით და სისხლის დანთხევით, სხვები , მედროვეები სარგებლობენ და მთელი ეროვნული რესურსი მათი სტომაქის ამოვსებას ხმარდება . საკმარისია ! დიახ , მე ვიყავი ამ ხელისუფლების გულშემატკივარი , მაგრამ არა ისეთი რომ თეთრი და შავი ვერ გამერჩია. ძალიან კარგად ვხედავდი პოლიტიკურ სპექტრში არსებულ პრობლემებს ,რიგი პოლიტიკოსების დაუკოებელ მადას და ამას ხმამაღლა ვამბობდი და ვეწინააღმდეგებოდი კიდეც. დიახ, მეც მქონდა არჩევანი კეთილდღეობასა და კეთილსინდიერებას შორის , მაგრამ ყოველთვის ვთვლიდი ,რომ დიდების ერთი წუთი ჯობია სამარცხვინო მარადისობას. თუ პოლიტიკა ან თანამდებობა ადამიანს აფუჭებს და მას უკარგავს ღირსებას და თავმოყვარეობას , მაშინ მე უარს ვამბობ პოლიტიკაში დაბრუნებაზე .

ადამიანს წესიერება, პატიოსნება და კაცთმოყვარეობა გენეტიკურად აქვს თანდაყოლილი და რაც გენეტიკურად თანდაყოლილია , ამას ვერავინ შეაცვლევინებს. ჩვენ გვაქვს უდიდესი უპირატესობა , ეს არის ჩვენი ერთობა . მე პოლიტიკური ამბიცია არ მაქვს , მაქვს მხოლოდ იდეალები და თუ დადგება საკითხი პოლიტიკურ კონენქტურასა და ჩემი ქალაქის ინტერესებს შორის , მერწმუნეთ რომ თქვენ აგირჩევთ , ავირჩევ ჩემს ქალაქს და ეს მე არაერთხელ დამიმტკიცებია. ჩემო მეგობრებო , წარმოუდგენლად რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზა გავიარე მიმეღო გადაწყვეტილება, თქვენს გვერდიგვერდ კვლავ მებრძოლა ჩვენი ქალაქის მომავლისათვის.
ცხოვრებას აზრი ეკარგება , თუ არ პროგრესირებ, ქალაქის განვითარებაც ასეა , მასში ცხოვრება და საქმიანობა აღარ არის მიმზიდველი . ახალგაზრდები იმსახურებენ გზა გაუხსნათ განვითარებისა და მომავლისაკენ , აი ხანში შესულები კი იმსახურებენ უაღრეს მოწიწებას და უკეთეს პირობებში ცხოვრებას . ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ეს სიბნელე ჩვენს ქალაქში . ბოროტება მაშინ ზეიმობს და იმარჯვებს როცა სიმართლე ჩუმადაა. ახლა სიჩუმის დრო აღარ არის , ახლა მოქმედების დროა”,-წერს დავით სარსანია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: შემოსავლების ნაწილში 150 მილიონ ლარზე მეტი დაკარგა თბილისის ბიუჯეტმა, რაც ძალიან ცუდია
შემდეგი სტატიაწლის ბოლომდე ხაშურს 13 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება – სამშენებლო სამუშაოები პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა