ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან მაღალი ტემპერატურით ქალი შეიყვანეს

ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან მაღალი ტემპერატურით ქალი შეიყვანეს. კლინიკაში ასევე მოთავსებულია ბანკის თანამშრომელი, რომელსაც ყელის ტკვილი და ტემპერატურა აღენიშნება.

ექიმების შეფასებით, ორივე პაციენტი საყურადღებოა.

,,ე.წ. ცხელების ცენტრში არის შესული ორი საყურადღებო პაციენტი, მესამე პაციენტს ქობულეთიდან ველოდებით. მათი მდგომარეობიდან გამომდინარე არ ვფიქრობთ არაფერს ცუდს, მარტივი სიმპტომატიკა აღენიშნებათ. ერთი არის 50 წლის ქალი გალის საავადმყოფოდან გადმოყვანილი, რომელსაც 38 გრადუსამდე აქვს ტემპერატურა. მეორე ფოთელია, ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელი, 33 წლის ქალი. მას აღენიშნება ყელის ტკვილი და სუბფებრილური ტემპერატურა. რედგენოლოგიურად არ არის დამაფიქრებელი და საეჭვო სურათი. დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან, ხვალ შევაფასებთ მდგომარეობას, ვნახავთ თუ იქნა ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გასაგზავნი. მოგვიანებით მესამე პაციენტს ქობულეთიდან ველოდებით“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

banner
წინა სტატიაშიკახაბერ საბანაძე: საქართველოში დანაშაულის რიცხვი შემცირდა, მათ შორის, ოჯახური ძალადობის
შემდეგი სტატიაქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა