ფოთის ცხელების ცენტრში რვა პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ორი ოკუპირებული აფხაზეთდანაა

ფოთის ე. წ. ცხელების ცენტრში რესპირატორული სიმპტომებით რვა პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ორი ოკუპირებული აფხაზეთდანაა. ისინი ბოქსირებულ პალატებში მკურნალობენ. ექიმების ინფორმაციით, ყველა მათგანის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. ,,ამ დროსათვის ფოთის ცხელების ცენტრში, ბოქსირებულ პალატებში მოთავსებულია 8 პაციენტი. რვავე პაციენტზე აღებულია ბილოგიური მასლა და გაგზავნილია ლაბორატორიაში. 2-ზე გუშინ გაიგზავნა და 6 პაციენტის კი დღეს გაიგზავნება. ესენი არიან სხვადასხვა ლოკაციებიდან, სამი პაციენტი გვყავს ლანჩხუთიდან, ერთი გარდაბნიდან, ორი ზუგდიდიდან და ორი გალიდან. ყველას აღენიშნება მწვავე რესპირატორული სიმპტომები,“- განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ სახელმწიფო დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიამღვდელმონაზონი ანდრია სარია : ასე იცის სიბნელემ, სიუვიცემ და უსიყვარულობამ!