ფოთის ცხელების ცენტრში COVID 19-ის სიმპტომებით მოთავსებულ ხუთ პაციენტს შორის სამი ჩვილია

ფოთის ცხელების ცენტრში ხუთი პაცინტის ტესტის პასუხებს ელოდებიან. COVID 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით პაციენტები კლინიკაში გუშინ მოათავსეს, მათ შორის 3 ჩვილია.

სამი პაციენტის ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის უკვე გააგზავნეს, ორს კი დღეს აუღებენ სინჯს.

პაციენტები ფოთიდან და ლანჩხუთიდან არიან. უცნობია, შესაძლო ინფიცირების წყაროც. ხუთივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაიას განცხადებით საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ექვსი საკარანტინო სივრციდანაა
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე ვასილ როინიშვილი იქნება