ფოთის ცენტრალურ პარკს სრული რეაბილიტაცია უტარდება

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია ფოთის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო.

„ფოთის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. განხორციელდა სხვადასხვა ტიპის სამუშაოები, ამჟამად მიმდინარეობს ატრაქციონების მონტაჟი. დაგეგმილია ტერიტორიაზე დეკორატიული მცენარეების დარგვა და შადრევნების მოწყობა. ფოთის ცენტრალური პარკი ისტორიულ მნიშვნელობის ობიექტია. ამ პროექტის განხორციელება ახალ სიცოცხლეს შესძენს პარკს და ქალაქს განახლებული დასვენებისა და გართობის კერა ექნება“ – განაცხადა მალხაზ თორიამ.

პროექტის ფარგლებში შენდება სცენა, ეწყობა, ბილიკები და საბავშვო ატრაქციები. იცვლება განათების სისტემა და ირგვება დეკორატიული მცენარეები. პროექტის დასრულება ზაფხულში იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 85, იმერეთში – 22, გურიაში – 11
შემდეგი სტატიაკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს 3803 თანამშრომელი აიცრა