ფოთის ცენტრალური ბაზრის შესასვლელში მოქალაქეების ქაღალდის კუპიურები ცხელი უთოთი უთოვდება

ფოთის ცენტრალური ბაზრის შესასვლელში ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების ქაღალდის კუპიურები ცხელი უთოთი უთოვდება და ისე უბრუნდება მის მფლობელს, ხურდა ფული კი ანტისეპტიკური ხსნარით მუშავდება.  მიმდინარეობს მოქალაქეთა თერმოსკრინინგი და  ურიგდებათ ხელთათმანები.

,,ფოთის აგრარული ბაზრის შენობა კაპიტალურია, მასში შესვლა და გამოსვლა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი კარით ხდება. შესვლისას მოქალაქეები იცავენ სოციალურ დისტანციას. პროდუქტის შეძენისას, რეალიზატორები მოქალაქეებს უბრუნებენ ფულს, რომელიც დამუშავებულია სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით.

“მივმართავთ იმ ადამიანებს, რომლებიც სხედან გარე ტერიტორიაზე და ეწევიან გარე ვაჭრობას. შემოვიდნენ ბაზრის ტერიტორიაზე, აქ უსაფრთხოების ყველა ზომაა დაცული. ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, ჩვენ მათ შევუწყობთ ხელს და ამისათვის ქირას არ გადავახდევინებთ”- განაცხადა ბაზრის დირექტორმა, ნოდარ კორსანტიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის გადაწყვეტილებით  სენაკისა და ზუგდიდის ბაზრები დაიხურა.

https://youtu.be/v02OqBGowaQ

 

 

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსი საერთო ჯამში ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელს დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაზაალ მიქელაძე: ბათუმში 12 კოვიდ ინფიცირებულიდან 3 გამოჯანმრთელდა