ფოთის ცენტრალურ სტადიონზე პირველი ეტაპის სამუშები დასრულდა

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა,რომელიც ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი ხახუბიასთან და მერის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.

„ პროექტის ფარგლებში მოეწყო 1700 მაყურებელზე გათვლილი დასავლეთი ტრიბუნა, რომელიც ლითონის კონსტრუქციით გადაიხურა, შიდა და გარე კომუნიკაციები, გასახდელები, საშხაპეები, სველი წერტილები, საკონფერენციო დარბაზი, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები.
დაიგო უმაღლესი სტანდარტის შესაბამისი მინდვრის საფარი და დამონტაჟდა სარწყავი სისტემა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განახორციელა” -განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

პროექტის ღირებულებამ 1 863 000 ლარი შეადგინა.

ფოთის ცენტრალური სტადიონის სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს “ელიტა ბურჯმა“ შეასრულა.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებამ მორალურად და პოლიტიკურად ბოლომდე გაანადგურა სარალიძე და მაჩალიკაშვილი
შემდეგი სტატიახელისუფლებას ვურჩევდი – თუ რუსთავი-2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა უნდა, იმედი გაათავისუფლოს