ფოთის ცენტრალურ კულტურისა და დასვენების პარკში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთის ცენტრალურ კულტურისა და დასვენების პარკში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოხდება საფეხმავლო ბილიკების, სათამაშო მოედნების, ატრაქციონების, სკამების, სასმელი წყლის შადრევნების, დეკორაციული განათების ბოძების მოწყობა. მოხდება პარკის მწვანე ნარგავებით შევსება. განახლებული დასვენების სივრცე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მიმდინარე სამუშაობს დღეს ქალაქის მერი გოჩა კურდღელია გაეცნო. პროექტის ღირებულება ორ მილიონამდე ლარს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: რურუა განსტერი,უგულოვა კლასიკური ქურდის ეტალონი, ოქრუაშვილი “გრუ”
შემდეგი სტატიაშიმშილობის მეექვსე დღე – მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმის” წევრები პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას არ აპირებენ