ფოთელში მოხალისეები კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებებში ჩაერთნენ

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კოორდინებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედიკოსებთან ერთად, COVID-19- ის პრევენციის ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული მოხალისეები , რომელთა გადამზადებას წითელი ჯვარი ახდენს.
45 მოხალისე, ამ ეტაპზე, ა(ა)იპ სოციალური მომსახურების ცენტრის 300 ბენეფიციარისთვის საკვების შინ მიტანას თვითიზოლაციის წესებისა და მთავრობის რეგულაციების დაცვას აკონტროლებს.
ასევე მოხალისეები ჩართული არიან სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატებთან რიგების მოწესრიგებაში.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ხსნარით ყოველდღე მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი .
ფოთში დახურულია ყველა ობიექტი გარდა სურსათის და კვების პროდუქტების მაღაზიებისა და აფთიაქების.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს მარტოხელა ხანდაზმული და შეჭირვებული მოქალაქეების აღრიცხვას, რათა მოხდეს მათთვის საკვებისა და მედიკამენტების შინ მიწოდება. ფოთის მუნიციპალიტეტში მოქმედებს ცხელი ხაზი -591 41 75 20; 0493 22 12 95.

banner
წინა სტატიაშისამედიცინო ფონდმა „ჰიპოკრატემა“ უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიმართა
შემდეგი სტატიაქართველი დიპლომატები სრულად არიან ფოკუსირებული ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად – დავით ზალკალიანი