ფოთელ გოგონას შიდა მოკვლევით ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნება

18 წლის ფოთელ გოგონას,რომელიც წუხელ ვირუსის სიმპტომებით ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, შიდა მოკვლევით გოგონას ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნება, ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნანა მხეიძე. მისივე თქმით,ლუგარის ლაბორატორიიდან ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

„ჩვენი ინფორმაციით და ჩვენი შიდა მოკვლევით, გოგონას კორონა ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნება და 99%-ით გამოვრიცხავთ. ისე ოფიციალური მონაცემები ლაბორატორიიდან ჯერ არ მიგვიღია, ტესტებს და ლაბორატორიულ კვლევებს თავისი დრო აქვს. სავარაუდოდ, საბოლოო პასუხი საღამოს გვეცოდინება“– განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა მხეიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს ფოთის ჰოსპიტალს, იტალიიდან ჩამოსულმა 18 წლის გოგონამ მაღალი ტემპერატურით მიმართა. ის რეანომობილით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის საფრთხე – საქართველოში სწავლა არ შეწყდება
შემდეგი სტატიადედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა