პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოსთან დაახლოებით უნდა იყვნენ დაინტერესებული – ლუკაშენკო

ბელარუსისა და რუსეთის საკავშირო სახელმწიფო ლოკომოტივის როლს ასრულებს ინტეგრაციის პროცესების საერთო ნაკადში, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

მან პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს საკავშირო სახელმწიფოსთან დაახლოებისკენ მოუწოდა.

“დღეს, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები გულწრფელად უნდა იყვნენ დაინტერესებული საკავშირო სახელმწიფოსთან დაახლოებით, თუ, რა თქმა უნდა, სურთ შეინარჩუნონ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მხოლოდ ერთად შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ გლობალურ გამოწვევებს”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა