“პოსტი არ დაუტოვებია და არც აპირებს”- სუბარი ხადურზე საუბრობს

დევნილთა, მინისტრ სოზარ სუბარის თქმით, ფინანსთა მინისტრს თანამდებობა არ დაუტოვებია და არც აპირებს.

„2 წუთის წინ ერთად ვიყავით. პოსტი არ დაუტოვებია და არც აპირებს. როგორც ჩანს, ხუმრობის საღამოა და ალბათ ხუმრობთ“, – განაცხადა სუბარმა. შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა თანამდებობა დატოვა. ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრი დღევანდელ მთავრობის სხდომას ესწრება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა მთელი რეგიონისთვის საგანგაშოა
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძე: მასწავლებელთა გამოცდების შედეგები სახარბიელო არ არის, მაგრამ უკეთესი მოლოდინი არ იყო