პორტუგალიაში მესაზღვრეებს, რომლებმაც სასიკვდილოდ ცემეს უკრაინელი, თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ორტუგალიაში სამ მესაზღვრეს, მათ უკრაინელ იგორ გომენიუკს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, ის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა, თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

შემთხვევა 2020 წლის მარტში მოხდა. იგორ გომენიუკი ლისაბონის აეროპორტში სამუშაო ვიზის არ ქონის გამო დააკავეს. მან უარი თქვა უკრაინის რეისზე ჩაჯდომასა და უკან დაბრუნებაზე.

იზოლატორში მესაზღვრეებმა უკრაინელი ხელჯოხებითა და ფეხებით ცემეს, შემდეგ ის ზურგსუკან ხელებშეკრული იატაკზე დაგდებული დატოვეს. ორი დღის შემდეგ უკრაინელი ჩატეხილი ნეკნების გამო გაიგუდა.

მესაზღვრეებს, რომლებიც უკრაინელს ცემდნენ 7 და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ფიზიკური დაზიანებების მიყენების გამო, ამავე დროს, მკვლელობის მუხლით მათი ბრალეულობა სასამართლომ არ აღიარა.
უკრაინელის სიკვდილმა დიდი რეზონანსი გამოიწვია პორტუგალიაში. შედეგად სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გადადგა, მთავრობამ კი სასაზღვრო სამსახური სრულად დაითხოვა და მათ მაგივრად შექმნა უცხოელებთან და თავშესაფრის მაძიებელთა სამსახური.

სასამართლო პროცესისას პროკურორებმა უარი თქვეს საქმის მკვლელობის მუხლით წარმოებაზე, რადგანაც იმის დამტკიცება, რომ მესაზღვრეების მიზანი უკრაინელის მოკვლა იყო, შეუძლებელი იყო. თუმცა, მოსამართლემ აღიარა, რომ მიზანი “იყო ცემა, ტკივილის და ტანჯვის მიყენება”.

მესაზღვრეების მოქმედება დაგმეს პოლიტიკოსებმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. გარდაცვლილის ოჯახს 850 ათასი დოლარი გადაუხადეს კომპენსაციის სახით.
ადვოკატმა, რომელიც მოკლულის ოჯახის ინტერესებს იცავდა, სასჯელს “სამართლიანი” უწოდა.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიასტრაზენეკას ოფისთან აქტივისტები ვაქცინის ტექნოლოგიის გასაჯაროებას ითხოვდნენ
შემდეგი სტატიასაქართველოს საელჩო ისრაელში ქალაქ ლოდში მყოფი მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს