პორტუგალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

პორტუგალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია დაავადების 2364 შემთხვევა, მათგან თითქმის ნახევარი ლისაბონში. საავადმყოფოებში გაიზარდა დაინფიცირებულთა რაოდენობა. მთავრობის ინფორმაციით, დაავადების უმეტესობა საშიშ “დელტა”-ვარიანტზე მოდის. გასულ კვირას პორტუგალიის ხელისუფლებამ ბევრ რეგიონში შემზღუდავი ზომები გაამკაცრა. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ პორტუგალია “კორონავირუსის საშიში ვარიანტის ქვეყნების” სიაში შეიყვანა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა პოლონეთს “ლგბტ-სგან თავისუფალი ზონის” შექმნის გამო შესაძლებელია უჩივლოს
შემდეგი სტატიაგერმანია აშშ-სგან 1,1 მილიარდი ევროს საპატრულო თვითმფრინავებს იყიდის