პორტუგალიაში კომენდანტის საათი შემოიღეს

პორტუგალიაში, მაღალი რისკის რაიონებში ღამის საათებში კომენდანტის საათი შემოიღეს. ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების შემთხვევები მატულობს, მთავრობამ 23:00 საათიდან გარეთ გასვლა აკრძალა.

პორტუგალიის დედაქალაქში, პორტოში და სხვა რამდენიმე ქალაქშია შეზღუდვა შემოღებული.

“ჩვენ ვერაფრით ვიტყვით, რომ პანდემიას ვაკონტროლებთ. სიტუაცია, რომელშიც ახლა ვართ, არ არის ისეთი მძიმე, როგორც ნახევარი წლის წინ გვქონდა, მაგრამ მდგომარეოაბ სერიოზულია” – განაცხადა მთავრობის წარმოამდგენელმა, მინისტრმა მარიანა სილვა ვიეირმა.

პორტუგალიაში, უკანასკნელი რამდენიმე დღე კოვიდ-19-ით დაავადებულთა რაოდენობა დაახლოებით 2 ათასია. მათ შორის, ნახევარი ლისაბონზე მოდის. ინფექციის 60% ვირუსის ინდურ ვარიანტზე “დელტაზე” მოდის. პორტუგალიამ, დაახლოებით ერთი თვის წინ ნება დართო ბრიტანელ ტურისტებს ქვეყანაში შესულიყვნენ. ამავე დროს, გერმანიამ და საფრანგეთმა ბრიტანეთში “დელტას” გამო მოგზაურობა დროებით აკრძალეს.

banner
წინა სტატიაში„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას ამ დროისთვის ადმინისტრაციული წესით 20 პირია დაკავებული
შემდეგი სტატიაადამიანებს, რომლებსაც სურთ, აღიარებული იყვნენ საზოგადოების ნაწილად, სურთ აღიარებული იყვნენ საქართველოს ერის ნაწილად