პორტუგალიაში, 9 ნოემბრიდან, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კორონავირუსის გავრცელების გამო, პორტუგალიაში, 9 ნოემბრიდან, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა; 121 მუნიციპალიტეტში 23:00-დან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი ამოქმედდება

კორონავირუსის გავრცელების გამო, პორტუგალიაში საგანგებო მდგომარეობა 9 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით გამოცხადდა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მათივე ცნობით, კომენდანტის საათი 23:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში ამოქმედდება, ხოლო შაბათ-კვირას 01:00-დან 05:00-მდე პერიოდში.

„კორონავირუსის გავრცელების გამო, პორტუგალიაში საგანგებო მდგომარეობა 9 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით გამოცხადდა. 9 ნოემბრიდან, ქვეყნის 308 მუნიციპალიტეტიდან 121-ში, სადაც მოსახლეობის 70% ცხოვრობს (მათ შორისაა ლისაბონი და პორტუ), 23:00-05:00 პერიოდში კომენდანტის საათი ამოქმედდება. შაბათ-კვირას კომენდანტის საათი 01:00-05:00 პერიოდში იმოქმედებს“, – იუწყება ადგილობრივი მედია

banner
წინა სტატიაში“მიხეილ სააკაშვილისთვის ყველაზე მძიმე დარტყმაა, როდესაც პოლიციელები ღირსეულად და კანონის შესაბამისად იცავენ ქვეყანას”
შემდეგი სტატიარუმინეთში ყველა საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება