პორტუგალიამ უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობით თვითმფრინავი გაგზავნა

“პორტუგალიამ უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობით თვითმფრინავი გაგზავნა”,-განაცხადა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიო კოსტამ.
„ჩვენ გავგზავნეთ სამხედრო მხარდაჭერა. თავიდან ეს იყო არალეტალური, შემდეგ – ლეტალური იარაღი, როგორც მოთხოვნის ნაწილი, რომელიც უკრაინაში იგზავნება ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად, რადგან ჩვენ არ გვაქვს ყველა ის რესურსი, რაც ახლა უკრაინას სჭირდება.
ეს მუშაობს. ჩვენი ჯერ არ დასრულებულა. ეს კიდევ გაგრძელდება. ახლა სამხედრო აღჭურვილობით თვითმფრინავი ახლახან ჩამოდის პოლონეთის გავლით, რომელიც გაიგზავნება უკრაინაში კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისად”, – თქვა კოსტამ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების შემდეგ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტისგან მიიღო მოთხოვნა ახალი იარაღის თაობაზე და დაარწმუნა, რომ პორტუგალია თავის შესაძლებლობებს დააზუსტებს.
“დღესვე პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჩამოაყალიბა ძალიან კონკრეტული მოთხოვნები ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ჩვენ დავაზუსტებთ ჩვენს შესაძლებლობებს”, – ხაზგასმით აღნიშნა კოსტამ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადის შესახებ სტატიაზე- არ მაინტერესებს ვინ რა დაწერა, ეს მორიგი დადასტურებაა იმის, რომ ანტისახელმწიფოებრივი ძალები ევროპელ ლიდერებს ეხვეწებიან, არ აისახოს ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ბრიუსელში ვიზიტისას ძალიან ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ, ჩამოდიან თქვენი ოპოზიციის წარმომადგენლები და გვეუბნებიან, რამენაირად იქნებ არ იყოს პოზიტიური გადაწყვეტილება მიღებული საქართველოსთან მიმართებაში, ასეთი მავნებლობა, ჩვენი ქვეყნის ასეთი მტრობა, უბრალოდ დანაშაულია, ამას აკეთებენ დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები