პორტუგალია უკრაინას 250 მილიონი ევროს გამოუყოფს

პორტუგალია უკრაინას, ფინანსური დახმარების სახით, 250 მილიონი ევროს გამოუყოფს, – ინფორმაციას უკრაინულიმედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს უკრაინისა და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრებმა დენის შმიგალმა და კიევში ვიზიტად მყოფმა ანტონიო კოსტამ მოაწერეს ხელი.

“უკრაინამ პირველი ტრანში, 100 მილიონ ევრომდე, უკვე წელს უნდა მიიღოს. ეს დაეხმარება უკრაინას ომის დროს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში და გამარჯვების შემდეგ უფრო სწრაფად აღდგენაში. მადლობა პორტუგალიას ამ მხარდაჭერისთვის!” – განაცხადა შმიგალმა.

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი, ანტონიო კოსტა უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ირპინს ეწვია და ნანახის გამო შეშფოთება გამოხატა.

„ვგმობთ რუსეთის ბარბაროსულ შემოჭრას. პორტუგალია მხარს უჭერს უკრაინას”, – განაცხადა კოსტამ.

ირპინში ვიზიტის შემდეგ, პორტუგალიის პრემიერი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშინებისმიერი ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, ჩაიდენს დანაშაულს, უნდა დაისაჯოს, ასეთია მოწყობა ნებისმიერი თანამედროვე, სამართლებრივი, ცივილიზებული სახელმწიფოსი – ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიაახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს თბილისში ქმარმა მოკლა, ზუგდიდელია