პორტირება “თავისუფალი დემოკრატებიდან” “ქართულ ოცნებაში”- პარტია 5 ადამიანმა დატოვა

“თავისუფალი დემოკრატების” აბაშის რეგიონალური პარტია ხუთმა წარმომადგენელმა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობა პარტიის თავმჯდომარემ, თამაზ შოთაძემაც დატოვა.

ასევე გავრცელებული ცნობით, “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრები პარტია “ქართულ ოცნებას” შეუერთდნენ. მათი განცხადებით “თავისუფალი დემოკრატების” აბაშის რეგიონალური პარტია დაიშალა. თუმცა არსებული ცნობებით, პარტიაში ამ დრომდე 80 წარმომადგენელი ჰყავდათ.

თავად “თავისუფალ დემოკრატებში” ჯერ-ჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

banner
წინა სტატიაშიგიგლა აგულაშვილი: კარგი იქნება, თუ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას პოლიტიკური სპექტრი გამოეხმაურება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ნამდვილად გვაქვს რესურსი, გავაძლიეროთ სოფელი