პორტირება ქართულად- „ქართული ოცნების“ დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი იყო

15356088_1288209234564777_131048006_nარასამთავრობო ორგანიზაცია, მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“ ივანე ზარდიაშვილის გარშემო აგორებულ თემას ეხმაურება. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი ბიძინაშვილი განმარტავს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ზარდიაშვილი არ არის ერთადერთი, რომელიც წარულში „ერთიანი ნაციონაური მოძრაობის“ გუნდის წევრი იყო და დღეს “ქართული ოცნების“ სამთარობო გუნდში იმყოფება.დიმიტრი ბიძინაშვილის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც წარსულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველები იყვნენე, დღეს ხელისუფლებაში მრავლად არიან.„მედიატორის“ ხელმძღვანელს მაგალითად, ბიზნესმენი დავით სონღულაშვილი მოჰყავს.დავით სონღულაშვილი- პარტია „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატია გურჯაანის რაიონში. 2012 წელს იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი იყო და პარტია 7 000 ლარი შესწირა. 2004წელს კი ეკონომიკის სამინისტროში, ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა ეკავა. დიმიტრი ბიძინაშვილის თქმით, ორგანიზაცია კვლევას ახორციელებს და დეტალურ ინფორმაციას, უახლოეს მომავალში გაასაჯაროვებს.

15226371_1278339062218461_2016247921_n

banner
წინა სტატიაშიგურჯაანის მაჟორიტარის ოჯახმა და ბიზნესპარტნიორებმა „ქართული ოცნება“ 290 000 ლარით დააფინანსეს
შემდეგი სტატიამოსამართლეები აპირებდნენ რუსთავი2-ის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანას – დიტო საძაგლიშვილი