ფორტ-ლიდერდეილის ფლორიდას აეროპორტმა მუშაობა განაახლა

ფლორიდაში ფორტ-ლიდერდეილის საერთაშორისო აეროპორტმა, სადაც წუხელ სროლა იყო, მუშაობა განაახლა. ჯერჯერობით, საუბარია მხოლოდ სატვირთო რეისებზე, კორპორატიულ და მცირე ზომის კერძო თვითმფრინავებზე.
კომერციული სამგზავრო ავიაკომპანიის რეისები, ადმინისტრიაციის თქმით, დღეს, დღის განმავლობაში აღსდგება.

შეგახსენებთ, რომ წუხელ აეროპორტში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა. თავდამსხმელი დაკავებულია. ბოროტმოქმედი კანადის რეისით ჩამოფრინდა. მის ჩანთაში იარაღი ედო. ჩანთის აღების შემდეგ ის საპირფარეშოში შევიდა, იარაღი დატენა და ჩანთების აღების დარბაზში სროლა ატეხა.
ბოროტმოქმედი 26 წლისაა. ის ერაყში აშშ-ს სამხედრო კონტიგენტში მსახურობდა.

banner
წინა სტატიაშივარდების მოედნიდან საშობაო ალილოს მსვლელობა დაიწყო
შემდეგი სტატიააშშ-ს დაზვერვა: პუტინი ტრამპს გამარჯვებაში ეხმარებოდა