“პორშე” 25 ათას თანამშრომელს ხელფასთან ერთად პრემიის სახით 9700 ევროს დაურიცხავს

გერმანული ავტომწარმოებელი Porsche, რომელიც კონცერნ Volkswagen-ის შვილობილი კომპანიაა, თავის თანამშრომლებს “იშვიათი საქმიანობისთვის” დააჯილდოვებს. 25 ათასი თანამშრომლიდან ყველა, უკლებლივ, 9700 ევროს მიიღებს პრემიის სახით – განაცხადეს კომპანიაში. აქედან 700 ევრო საპენსიო ფონდში ჩაირიცხება.

პრემიის ოდენობა, რომელიც აპრილის თვეში ხელფასთან ერთად დაირიცხება, თანამდებობაზე არ არის დამოკიდებული. ზუსტად ასე ესმის Porsche-ს თანასწორი შესაძლებლობებიი – ხაზგასმით აღნიშნავენ კომპანიაში.
2018 ფინანსური წელი Porsche-სთვის წარმატებული აღმოჩნდა – მანქანების გაყიდვა 5%-ით გაიზარდა და 256 255 მანქანა შეადგინა. საოპერაციო მოგება 4%-ით გაიზარდა და 4,3 მილიარდი ევრო გახდა. “ჩვენ ვამაყობთ ჩვენი თანამშრომლებით” – Porsche-ს ხელმძღვანელმა ოლივერ ბლუმმა თქვა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშისკანდალი-ვინ აიძულებდა აფხაზეთის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს გია ბარამიას გადადგომას
შემდეგი სტატიაFacebook-ის თანამშრომლებს მილიონობით პაროლზე ჰქონდათ წვდომა