მე პოროშენკოს ვერ მივართმევ ისეთ საჩუქარს, რომ პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე არ მივიდე

“მე პოროშენკოს ვერ მივართმევ ისეთ საჩუქარს, რომ პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე არ მივიდე. მთელი პასუხისმგებლობა მას ეკისრება”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პერემიშლის რკინიგზის სადგურზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ დავკარგეთ დრო, მაგრამ არა ენთუზიაზმი და სიმტკიცე”, – განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, გზაში წასახემსებლად გაჩერდებიან.

პერემიშლიდან “კრაკოვიცეს” სასაზღვრო პუნქტის მიმართულებით ორი ავტობუსი დაიძრა: ერთში პოლიტიკოსები, მეორეში კი – მედიის წარმომადგენლები სხედან.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის ხელისუფლებამ სააკაშვილის მატარებლის დაძვრა ბრძანა
შემდეგი სტატია(ვიდეო) სააკაშვილის მხარდამჭერებმა საზღვარი გაარღვიეს და ის უკრაინაში გადაიყვანეს