პოროშენკოს თანაშემწემ დონბასს უკრაინისთვის დაკარგული უწოდა

უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩეველმა, ოლეგ მედვედევმა განაცხადა, რომ მოვლენების ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, უკრაინისთვის დონბასი დაკარგულია – ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვედრზე დაწერა.
მან შესაძლო ვარიანტები განიხილა – საომარი მოქმედებების აღდგენა ან კონფლიქტის გაყინვა. მედვედევმა დაასკვნა, რომ “ორივე შემთხვევაში ჩვენ ოკუპირებულ რაიონებს სამუდამოდ ვკარგავთ”.

ის ასევე მკაცრად გამოვიდა იმ დეპუტატატების წინააღმდეგ, რომლებიც ურა-პატრიოტიზმის დემონსტრირებას ახდენენ. “საბრძოლო სული” “საბოლოო გამარჯვებამდე” ადვილია აჩვენო დეპუტატის იმუნიტეტი როცა გაქვს – იმუნიტეტი მობილიზაციისგან” – ხაზი გაუსვა მან.

უკრაინის უმაღლეს რადაში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის დისკუსია მიმდინარეობს კონსტიტუციურ რეფორმებთან დაკავშირებით, რომლის მნიშვნელოვანი ელემენტია დეცენტრალიზაცია დონეცკის და ლუგანსკის მხარეების განსაკუთრებული სტატუსის გათვალისწინებით.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია მიიღო
შემდეგი სტატიაPeta-მ ვეგეტარიანელების და ხორცისმჭამელების სექსი შეადარა (+18 VIDEO)