„პოროშენკოს ამბავი დამთავრებულია… ყველაზე სულელური სვლა გააკეთა“

„პოროშენკოს ამბავი დამთავრებულია. ის არის მდგომარეობაში, როდესაც მას სვლა აღარ აქვს და ყველაზე სულელური ნაბიჯი გადადგა, ყველაზე სულელური სვლა გააკეთა,“ – ეს განცხადება საქართველოს “ეროვნულ-დემოკრატიული” პარტიის თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

ქარდავა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებაზე ჰქონდეს შესაბამისი, სახელმწიფოებრივი პოზიცია.

“სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ცუდი პრაქტიკა მკვიდრდება, 95%-ით ვირჩევთ პრეზიდენტებს ან ვკლავთ ან სხვა ქვეყნებში მას აპატიმრებენ და პოლიტიკური მოტივებით ესა ტუ ის ხელისუფლებები და საზოგადოების რაღაც ნაწილი, ამას ძალიან ინერტულად უყურებს. თუ ჩვენ გვინდა შევდგეთ სახელმწიფოდ უნდა ვიყოთ სახელმწიფო და ამასთან დაკავშირებით უნდა გვქონდეს მკვეთრი რეაქციები. რეაქციებზე ხელისუფლებამ იფიქროს თუ თავადაც ისეთ გაკოტრებული არ არის როგორ პოროშენკო. პოროშენკოს ამბავი დამთავრებულია. ის არის მდგომარეობაში, როდესაც მას სვლა აღარ აქვს და ყველაზე სულელური ნაბიჯი გადადგა, ყველაზე სულელური სვლა გააკეთა. ახალა საქართველოს ხელისუფლება პოროშენკოს არ უნდა გადაყვეს, რაც არ უნდა ბოღმა ამოძრავებდეს,”-განაცხადა ბაჩუკი ქარადავამ.

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას არ ითამაშოს პუტინის თამაში – თამარ კეკენაძე მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე
შემდეგი სტატიანარკოპილიტიკასთან დაკავშირებით კანონში ცვლილების შეტანის მოთხოვნით, პატიმრები შიმშილს იწყებენ