პოროშენკომ უკრაინით დაღლილ “ევროპელ მშიშრებზე” ისაუბრა

ბლატერი პუტინთან შეხვედრას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ ჰოლანდიელ სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე უკრაინით დაღლილ ევროპელებს “ევრომშიშრები” უწოდა.
“ბევრი ევროპელი დაიღალა. სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს, “საკმარისია, მიეცით კრემლს ის, რაც უნდა” – ამ ევროპელებს ევროსკეპტიკოსები ქვიათ, ამავე დროს, ფაქტებიდან გამომდინარე, ისინი ევრომშიშრები არიან” – თქვა პოროშენკომ.

26 ნოემბერს ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუში, სადაც კორუფციის შესახებ ილაპარაკა, ამერიკელი პოლიტიკოსების ერთი ნაწილის აზრი გააჟღერა (რომლებიც არ დაუსახელებია), რომ უკვე შეუძლებელია უკრაინას უშველონ.

2014 წლის მარტიდან დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით. სანქციები მიმდინარე წლის 23 ივნისს 6 თვით ისევ გაგრძელდა.

ნიდერლანდები ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინის ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას არ მოაწერა ხელი. 2016 წლის 6 აპრილს ჰოლანდიაში აღნიშნულთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიგორში მამაკაცს არასრულწლოვანთან ქორწინების გამო პატიმრობა ემუქრება
შემდეგი სტატიატარიელ ნაკაიძე: მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ თავად არ შეუწყოს ხელი მუსლიმი თემის მარგინალიზაციას