პოროშენკომ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ორშაბათს, 26 ნოემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას, ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით. ამდაგვარად, პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს “უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საგანგებო მდგომარეობის შესახებ და სამხედრო მდგომარეობის შესახებ” გადაწყვეტილება მოქმედებაში მოიყვანა, რომელიც დღეს დილით საგანგებო სხდომაზე მიიღეს.
ამავე დროს, გადაწყვეტილება რადამაც უნდა მიიღოს, რომელიც დღეს გაიმართება. საგანგებო მდგომარეობა 60 დღით შემოიღეს, ანუ, 2019 წლის 25 იანვრამდე – “დოიჩე ველე” წერს.
ამავე დროს, რადას დეპუტატმა მუსტაფა ნაიემმა თავის “ფეისბუქზე” დაწერა, რომ უკრაინის რადა, შესაძლებელია, არ დაეთანხმოს უშიშროების საბჭოსა და პოროშენკოს სცენარს. კერძოდ, შესაძლებელია, კორეტირება მოახდინონ საგანგებო მდგომარეობის ვადებზე.

კვირას რუსულმა გემებმა შავ ზღვაში ცეცხლი გახსნეს და უკრაინის სამი გემი გაიტაცეს, დაჭრილია სამი მეზღვაური, გატაცებულია 25 მეზღვაური. ინციდენტი ქერჩის სრუტეში მოხდა, რომელიც შავ და აზოვის ზღვას აერთიანებს და ის კვირა დილიდან გრძელდებოდა. კვირასვე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ სამხედრო კაბინეტი შეკრიბა, რომელმაც მომხდარს “სამხედრო აგრესიის აქტი” უწოდა.

უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს პროვოკაციაში სდებენ ბრალს. კიევი ირწმუნება, რომ კატერები ოდესიდან მარიუპოლში ქერჩის სრუტით რომ იმოძრავებდნენ ეს რუსებს ადრევე შეატყობინეს. მოსკოვი კი ამბობს, რომ უკრაინამ საზღვარი დაარღვია – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ გადადგმული კიდევ ერთი აგრესიული ნაბიჯი შემაშფოთებელია
შემდეგი სტატია,, ვცდილობდი “ომეგასთვის” გამეგებინებინა, რომ პერსპექტივა ექნებოდა საგადასახადო შეთანხმებას, ოღონდ ეს უნდა ყოფილიყო საღ აზრთან ახლოს”