„პოროშენკომ საკუთარი ხელით გამოიჭრა ყელი“ – მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე საუბრობს. „კურიერის“ პირდაპირ ეთერში სააკაშვილმა განაცხადა, რომ შემოდგომისთვის უკრაინაში „დიდი მობილიზება იგეგმება“:

„არანაირი არც განზრახვა არც სურვილი, არც გეგმა არ მაქვს, პოროშენკოს ქმედება იყო დამფრთხალი, შეშინებული ადამიანის უკანონო ქმედება. მე ვარ უკრაინის მოქალაქე მიუხედავად იმისა რაც გადაჯღაპნეს იქ, ამას ფიქრობს უკრაინელ მოქალაქეთა აფსოლუტური უმრავლესობა. ჩვენ ვაპირებთ შემოდგომაზე დიდ მობილიზაციას უკრაინაში, კონკრეტული თარიღებით და გეგმებით, ამ ყველაფერში მე აქტიურად ვარ ჩართული“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილის განცხადებით იგი უკრაინაში ხელისუფლების შეცვლასთან მიმართებით გადამწყვეტ როლს ითამაშებს:

„მე ვარ ოპტიმისტურად განწობილი, პოროშენკომ ჩვენი საქმეც გააკეთა. ყველა კითხვა მოხსნა, ბრძოლა მე არ მესწავლება, ჩვენ შევცვლით უკრაინაში ხელისუფლებას, ამაში მე ვითამაშებ ჩემს გადამწყვეტ როლს.რაც პოროშენკომ გამიკეთა, მან გამომაცხადა თავის მთავარ ოპონენტად, უკრაინელებისა და უცხოელების თვალში. შემდეგ საკუთარი ხელით გამოიჭრა ყელი, იმიტომ, რომ მთავარი ოპონენტი ქვეყნიდან გააგდო. ასეთი რაღაცები ცუდად მთავრდება,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/Nika.Melia5/videos/2004277396473748/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინმა მარინა ჯანჯღავა და ანიკ კესიანი შეიწყალა
შემდეგი სტატიაივანიშვილი არის ავად ვერ ჩამოდიოდა თბილისში, ამიტომ შემდეგ მოიგონეს ბათუმის ბიზნესფორუმი