პოროშენკომ სააკაშვილის გადადგომაზე პირველი კომენტარი გააკეთა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ გადადგომის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე პირველი კომენტარი გააკეთა და მას მხარი დაუჭირა.

“ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ და თუკი მან გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკური კამპანია დაიწყოს ოპოზიციურ სივრცეში…” – თქვა პოროშენკომ. მან აღნიშნა, რომ ქართველი მოღვაწეები უკრაინაში რეფორმების ჩასატარებლად მიიწვიეს და ხაზი გაუსვა იმას, რომ რამდენიმე მათგანი მთავრობაში წარმატებით მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა.

banner
წინა სტატიაში(video) პერუში შამანები ამერიკელებს არჩევანის გაკეთებაში რიტუალებით ეხმარებიან
შემდეგი სტატიარუსეთში აზერბაიჯანელი ოლიგარქების მილიარდიან ქონებას ყადაღა დაადეს