პოროშენკომ პუტინს უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მადლობა გადაუხადა

პოროშენკო: თუკი პუტინი აკრიტიკებს სააკაშვილს, ესე იგი, ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართუკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის წყალობით ქვეყანა ხელახლა დაიბადა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.წერს “112 უკრაინა”.
“შეგვიძლია პუტინს მადლობა გადავუხადოთ იმის გამო, რომ ჩვენთან მრავალვექტორულობა არ არსებობს.შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სახელმწიფო ხელმეორედ თუ მესამეჯერ ზუსტად ახლა დაიბადა და ჩვენ ამის მოწმეები და შემქმნელები ვართ” – განაცხადა პოროშეკნომ.

მისი თქმით, უკრაინელი ხალხი უკანასკნელი წლების მანძილზე უფრო ბრძენი გახდა და მოიყვანა სტატისტიკა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას 2013 წელს უკრაინელების 13% უჭერდა მხარს, ახლა კი ეს მაჩვენებელი 54 %-ია. “ევროინტგრაციას უკრაინელების 32% უჭერდა მხარს, ახლა კი – 70%-ია განვითარების ევროპული ვექტორის მომხრე” – აღნიშნა პოროშენკომ – “112 უკრაინა” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისტამბოლში აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაThe Wall Street Journal: შესაძლებელია გერმანიამ სირიის გამო რუსეთს სანქციები დაუწესოს