პოროშენკომ ფეხბურთის რუს ფანებს პოტენციური მკვლელები უწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ფრანგულ არხზე გამოსვლისას არ გამორიცხა ის, რომ ფეხბურთის რუსი ფანები “სპეციალურად გაწვრთნილი მოწამლული მეომერი არიან, რომლებიც ადამიანებს კლავენ” – ამის შესახებ დღეს Sports.ru-ს განუცხადა.
პრეზიდენტმა განცხადება რუსი და ინგლისელი ფანების შეტაკების კომენტირებისას გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გამოცემა The Guardian-მა 18 ივნისს გამოაქვეყნა მასალა დიდი ბრიტანეთის მთავრობის ეჭვებთან დაკავშირებით, რომ ევრო-2016-ზე რუსი გულშემატკივრების ქცევები კრემლიდან იყო სანქცირებული.

არეულობები მარსელში 10 და 11 ივნისს მოეწყო. შედეგად აშშ-ს 6, საფრანგეთის სამი და ერთი ავსტრიის მოქალაქე სასამართლოს წინაშე წარსდგა.
ათეულობით რუსი გულშემატკივარი საფრანგეთმა გააძევა.

banner
წინა სტატიაშიმარსელში ფეხბურთის უკრაინელი და პოლონელი ფანები ერთმანეთს დაეტაკნენ
შემდეგი სტატიაქალაქ ოზურგეთში 30 წლიანი პაუზის შემდეგ სანაპიროზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება