პოროშენკომ კიევის მხარის გუბერნატორი დაითხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ კიევის მხარის გუბერნატორის, მაქსიმ მელნიკუჩის თანამდებობიდან განთავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა. რეგიონის ხელმძღვანელი აღნიშნულ თანამდებობაზე ერთ წელზე ნაკლებია მუშაობს.
გუშინ, 9 სექტემბერს, პოლიციელებმა მელნიჩუკის მოადგილე, იგორ ლუბკო კორუფციის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ლუბკო 7,5 ათასი დოლარს ითხოვდა დოკუმენტზე ხელისმოწერის სანაცვლოდ. უკრაინის შს მინისტრის არსენ ავაკოვის თქმით, მოადგილე კიევის გუბერნატორის თანხმობით მოქმედებდა.

banner
წინა სტატიაშიავაკოვმა განაცხადა, რომ კიევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაკავებისას გაიქცა
შემდეგი სტატიაბურჭულაძე ლაგაზიძის ბრალდებებს პასუხობს – “ჩვენი პრიორიტეტია პარლამენტში შევიდნენ საქმის მკეთებლები და არა მოლაპარაკეები”