პოროშენკო უკრაინელებს ნოემბრიდან უვიზო რეჟიმს დაპირდა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პორშენკომ განაცხადა, რომ ნოემბერში უკრაინელები ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს მიიღებენ – უკრაინულმა მედიამ გაავრცელა.
პოროშენკომ რუსი ჟურნალისტის შეკითხვას ასე უპასუხა: “ჩაიწერეთ, სპეციალურად თქვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ მე რუსულ არხებს კომენტარს არ ვაძლევ. უკრანელები ნოემბრიდან ევროკავშირში უვიზოდ ივლიან. და ვისურვებ იმას, რომ ოდესმე რუსეთის მოქალაქეებმაც შეძლონ მსგავსი რამ” – თქვა პოროშენკომ.
ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაცია უკრაინის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საგარეო პოლიტიკაში.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: ნუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ საარჩევნო ბარიერი 1%-ზე დავიყვანოთ
შემდეგი სტატიაNDI: არჩევნები ძალადობის ადგილი არ არის