პოროშენკო წაგებულ თამაშს თამაშობს, თითოეული ნაბიჯი ასრულებს კატალიზატორის როლს – ზაალ უდუმაშვილი

„ფაქტია, რომ პოროშენკო წაგებულ თამაშს თამაშობს. თითოეული მისი ნაბიჯი მხოლოდ და მხოლოდ ასრულებს კატალიზატორის როლს ამ პროცესებში,“ – ეს განცხადება „ენმ“-ის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა.

უდუმაშვილის თქმით, დღეს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც პარტიის ლიდერები სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.

„ჩვენ სცენარის განვითარების ნებისმიერი ვარიანტისთვის მზად ვართ, ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს სამოქმედო შემუშავებული, რომელსაც მივყვებით. თუმცა, დღეს პარტიის პოლიტსაბჭო კიდევ შეიკრიბება დამატებით საღამოს და უკვე განვიხილავთ კონკრეტულ საკითხებს,“ – განაცხადა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა : ნუ გვიხარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის სასამართლო 11 დეკემბერს გაიმართება