პოროშენკო თავის მომხრეებს ერთ წელიწადში დაბრუნებას დაპირდა (ვიდეო)

ჯერჯერობით ისევ მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ თავის მომხრეებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების პირობა მისცა – 22 აპრილს საკუთარი გულშემატკივრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა. “ჩვენ გავერთიანდებით იმისთვის, რომ ჩვენი საერთო გამარჯვება უზრუნველვყოთ. უახლოეს მომავალში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, შემდეგ – საპრეზიდენტო და დავბრუნდებით” – განაცხადა მან. ამის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილებმა სკანდირება დაიწყეს: “ერთ წელიწადში, ერთ წელიწადში”. “კარგით, მეგობრებო, თუკი ერთ წელიწადში, მაშინ ერთ წელიწადში” – სიცილით უპასუხა პოროშეკომ ხალხს – “დოიჩე ველე” წერს.

https://www.youtube.com/watch?v=ZtWoEbjpy8k&fbclid=IwAR08Ak-7A2hUPMgwzXxmgzBM6WjWhFu3mXeAkhBK4fZbW7yxG9W3ZbkZfZY

banner
წინა სტატიაშირუსულ-აფხაზურ შეხვედრაზე ინვესტირების საკითხები განიხილეს
შემდეგი სტატიამე ვიყავი დაკავებული და იმის შემეშინდა, რომ ჩემი დაკავება ხეობაში არ გაიგონ და ამას არ მოჰყვეს დიდი ამბავი – მაჩალიკაშვილი