პოროშენკო საახალწლოდ პრანკერებმა კიდევ ერთხელ გააბითურეს (ვიდეო)

 

პეტრო პოროშენკოს, რომელიც რუსი პრანკერების ,,მსხვერპლი,, უკვე მეოთხედ ხდება, ამჯერად ,,ლექუსმა,, (ალექსეი სტოლიაროვი), ,,ნატოს,, გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის სახელით დაურეკა და ახალი წელი მიულოცა.

როგორც გავრცელებულ ჩანაწერიდან ირკვევა, პოროშენკოს ძალიან გაუხარდა ,,სტოლტენბერგის,, მილოცვა, თუმცა როგორც კი პრანკერმა მას არაყი ,,ვოდკა,, და ,,გორლოვკა,, უხსენა, პოროშენკო მიხვდა, რომ გააბითურეს და მაშინათვე გათიშა  ტელეფონი.

რუსმა პრანკერმა მოგვიანებით თავად გააკეთა კომენტარი პოროშენკოსთან საუბრის თემაზე და განაცხადა, რომ მათთვის პოროშენკოსთან დარეკვა უფრო ადვილია, ვიდრე რუსეთის რომელიმე სტომატოლოგთან.  ,,არანაირი დაცული კავშირი და არანაირი სპეცნომრები. ჩვენ მას მობილურზე დავურეკეთ. მან სტაცა ხელი და გახარებული ესაუბრებოდა თავისი ჭკუით სტოლტენბერგს. ეტყობა რომ მას ევროპიდან უკვე აღარ ურეკავენ და ეს ზარი ძალიან გაუხარდა,,- აცხადებს სტოლიაროვი. როგორც პრანკერმა ,,ლექსუსმა,, აღნიშნა, პოროშენკო ახალი წლის ღამეს ეტყობოდა, რომ ნასვამი იყო.

 

https://youtu.be/Zwv25Tell7w

 

banner
წინა სტატიაში2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს 2018 წლის პირველი იანვრიდან იურიდიული ძალა კვლავ უნარჩუნდებათ
შემდეგი სტატიაქუთაისი-ალპანა-მამისონის 129-ე კმ-ზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია