პოროშენკო სააკაშვილის დასახვედრად მიმავალ უკრაინელებს გზას უკეტავს

უკრაინული მედია ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, რომ ძალოვანი სტრუქტურები, მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად კრაკოვეცის სასაზღვრო პუნქტისკენ მიმავალი უკრაინის მოსახლეობის ავტოკოლონებს გზას უკეტავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, პოროშენკოს ბრძანებით პოლიციამ და სპეცსამსახურებმა კრაკოვეცის მიმართულებით ავტოკოლონების დაბლოკვის ბრძანება მიიღეს, რასაც გზებზე შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
უკრაინელები სოციალური ქსელით მოსახლეობას მოუწოდებენ მივიდნენ იმ ადგილებში სადაც პოლიციის თანამშრომლებს დაბლოკილი ჰყავთ ავტოკოლონები, რათა თავიდან აცილებულ იქნას პროვოკაციები, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს.
პარალელურად, კრაკოვეცის სასაზღვრო პუნქტთან მობილიზებულია ძალოვანი უწყების თანამშრომელთა დიდი ოდენობა … ადგილზე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც რომლებსაც 10 სექტემბრის დილისთვის თადარიგი აქვთ დაჭერილი და ბანაკები აქვთ გახსნილი.

https://youtu.be/xMhqSDPbDzM

banner
წინა სტატიაშიავღანეთში დაჭრილი სამი ქართველი სამხედრო გერმანიაში, ამერიკულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიასააკაშვილის მოლოდინში – სამხედრო ტექნიკა კრაკოვეცის საზღვართან