პოროშენკო: სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ან სუვერენიტეტისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს

პოროშენკო: სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ან სუვერენიტეტისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს

პოროშენკო: სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ან სუვერენიტეტისთვის საშიშროებას არ წარმოადგენსუკრანის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არანაირ საშიშროებას არ ხედავს – ამის შესახებ მან პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომელიც ტელეკომანია “112 უკრაინა”-მ გამართა.
“ოდესის გუბერნიის ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობაზე მე დეტალურად მოვყევი. არანაირ საშიშროებას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ან მისი სუვერენიტეტისთვის სააკაშვილის მხრიდან არ ვხედავ და არც ვნახავ” – განაცხადა პოროშენკომ.
ადრე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ბევრი სხვა, მან მოიწვია და ამას არ ნანობს: “მე მოვიწვიე და ეს ერთი წამითაც არ მინანია და არც ახლა ვნანობ. ვთვლი, რომ კი, შეცდომები აქვს, მაგრამ ვის არა აქვს შეცდომები, მაგრამ ჩვენ ეს ჭაობი გავანგრიეთ და ახლა უფრო ადვილია რეფორმების გატარება. თუმცა, მე ვიცი ყველა ნაკლი. ყველა”- განაცხადა პოროშენკომ.

banner
წინა სტატიაშიფოთში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაანგოლელი მებრძოლის ოჯახი Call of Duty-ის შემქმნელებს უჩივის