პოროშენკო :მოვა დრო და სააკაშვილი შეეცდება საქართველოში მოხვედრას

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მხარი დაუჭირა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელთა მოქმედებას 10 სექტემბერს უკრაინა–პოლონეთის საზვარზე მომხდარი ინციდენტის დროს. “ჩვენმა მესაზღვრეებმა, რომლებიც კარგი რეპუტაციით სარგებლობენ, სწორად იმოქმედეს, როდესაც მიიღეს გადაწყვეტილება ცეცხლის არგახსნის შესახებ. მათ არ მისცეს ამ პოლიტიკოსებს ქვეყნის შიგნით კონფლიტის გაჩაღების საშუალება”, – თქვა პოროშენკომ. მისი განცხადებით, საქმე უნდა გამოიძიონ სამართალდამცავებმა და ისინი ამას უკვე აკეთებენ. მან ასევე აღნიშნა, მოვა დრო და სააკაშვილი შეეცდება საქართველოში ზუსტად იმნაირად მოხვედრას, როგორც მან ეს უკრაინაში მოსახვედრად გააკეთა.
ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული ტელეარხი “112 Украина”.

banner
წინა სტატიაშითემო მურვანიძე: „სააკაშვილი კარიერას უკრაინაშიც სამარცხვინოდ დაასრულებს!“
შემდეგი სტატიაუკრაინული მედია: პოროშენკოს გადაყენება დაიწყო! აშშ – ს მომაკვდინებელი კომპრომატი გადაეცა, სააკაშვილი ემზადება…