პოროშენკო არის პოლიტიკოსი,რომელიც არასდროს ჩაიდენს პოლიტიკური თვითმკვლელობის

„რაც შეეხება პოროშენკოს ინტერესს, ის არის პოლიტიკოსი, რომელიც არასდროს ჩაიდენს პოლიტიკური თვითმკვლელობის აქტს ასეთი უგუნური ქმედების განხორციელებით,“- ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე გააკეთა.

პარტიაში ამბობენ, რომ პოროშენკოს მინიშნება საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, იმას ნიშნავდა, რომ უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

“პოროშენკომ დიპლომატიურად მიანიშნა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მეტი აღარ გაიმასხროს თავი, ორჯერ იქნა მიმართვა გაგზავნილი უკრაინაში, ორჯერვე ითქვა უარი. ამის მიზეზი არის ძალიან მარტივი, ნათელი, საქართველოში დღეს არის ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს უნისონში პუტინთან და რომელმაც ბოლომდე გაანადგურა ჩვენი მართლმსაჯულება, რაზეც მეტყველებს, თუნდაც ვანო მერაბიშვილისა და „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები,“- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების აზრით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი პრეზიდენტებისა და პრემიერების დონეზე არ უნდა გადაწყდეს.

„ჩემთვის სააკაშვილი არის ერთ-ერთი ძებნილი. არ მგონია სწორად, რომ პრეზიდენტების ან პრემიერ-მინისტრების საუბრის თემა უნდა იყოს და ამაზე დრო და რესურსი უნდა დაიხარჯოს,“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მეუღლესთან ერთად მესტიაში იმყოფება
შემდეგი სტატიასაქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატები ჩამოდიან