პოროსენკომ გაანთავისუფლა მოსამართლე, რომელმაც ტიმოშენკოს განაჩენი გამოუტანა

ტიმუკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ მოსამართლე როდიონ კირეევი, რომელმაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს საქმე განიხილა, გაანთავისუფლა.
უკრაინის პრეზიდენტის ვებ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კირეევის გაშვების კონკრეტული მიზეზი გახდა მოსამართლის განაჩენი, რომლის თანახმადაც ტიმოშენკოს ქვეყნიდან გაუსვლელობის შესახებ გადაწყვეტილება პატიმრობით შეეცვალა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განაჩენი შეისწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ გადაწყვეტილება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იქნა მიღებული, რომლის შედეგადაც კირეევმა პიროვნებას თავისუფლება არაკანონიერად აღუკვეთა.
პოროშენკოს ვებ გვერდზე ასევე ნათქვამია, რომ კირეევის ამ გადაწყვეტილებით, მან დაარღვია ადამიანის თავისუფლების უფლება – რომლის დადგენილებაც ტიმოშენკოს საჩივრის შემდეგ ევროპის სასამართლომ მიიღო.
კირეევის გარდა განთავისუფლებულია სამი მოსამართლე, რომლებმაც ადამიანის სხვადასხვა აუფლებები დაარღვიეს.

banner
წინა სტატიაშიTwitter-მა შეფერხების შემდეგ მუშაობა აღადგინა
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” საარჩევნო სია – მედიაში გვარები სახელდება